LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსებობს მზაობა, ამნისტიის კანონპროექტის ინიციატორების მხრიდან, რომ ჩვენი შენიშვნები და მოსაზრებები მოისმინონ და იმსჯელონ – ECM

118
240753110

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პარლამენტს მოუწოდებს, ამნისტიის შესახებ კანონპროექის ფარგლები გააფართოვოს ნარკოტიკულ დანაშაულებზე, კანონის შემუშავების პროცესი მაქსიმალურად ღიად წარმართოს და პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა უზრუნვლყოს.

EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს; უზრუნველყოს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, წარმართოს კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და საკითხზე მომუშავე ჯგუფებთან;
  • ნარკოდანაშაულთან მიმართებით გაითვალისწინოს კანონმდებლობაში ოდენობის განსაზღვრის პრობლემა და მის საფუძველზე განსაზღვროს იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია;
  • უზრუნველყოს საპატიმროდან გამოსული პირებისთვის ადეკვატური სოციალური, ჯანდაცვისა და სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა;
  • ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ დაიწყოს აქტიური მუშაობა ზოგადად არსებული სისხლის სამართლისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმებზე;

EMC მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ რადიო „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რომ პროექტის ინიციატორების მხრიდან არის თანხმობა, რომ მათი მოსაზრებები მოისმინონ და ამ მიმართულების მსჯელობა გაგრძელდეს.

ამნისტიის კანონპროექტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ჩვენი მხრიდან პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს. არსებობს მზაობა, მათ შორის ამ პროექტის ინიციატორების მხრიდან, რომ ჩვენი შენიშვნები და მოსაზრებები იყოს მოსმენილი და ასევე წარიმართოს მსჯელობა შესაბამისი ფორმატებში“,-განაცხადა გურამ იმნაძემ.

„ფორტუნას“ კითხვას, EMC მოთხოვნებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თანახმად მოქმედი კანონმდებლობა ნარკოტიკულ დანაშაულთა უმეტესობაზე არ განსაზღვრავს საწყის ოდენობებს. ამგვარ ნივთიერებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს შენახვა, შეძენა თუ გადაცემა, ისჯება არაპროპორციულად მაღალი სანქციებით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს და წაახალისებს ამგვარი ქმედების გავრცელებას საზოგადოებაში? გურამ იმნაძე განმარტავს: „ძალიან მნიშვნელოვანია ამნისტია სწორ მესიჯად იყოს დანახული საზოგადოების მხრიდან. ამნისტია არ არის რაიმე წამახალისებელი, ეს არის ერთჯერადი ჰუმანური აქტი, რომლის შემდეგაც სახელმწიფოს მიდგომა გრძელდება ამ ტიპის დანაშაულებზე“.

გარდა ამისა გურამ იმნაძე გარკვეული სახის რისკებზეც საუბრობს, რომელიც ამნისტიას ყოველთვის თან ახლავს.

ამნისტიას ახლავს რისკები, თუმცა ეს უკავშირდება მათ შორის იმას, რომ საპატიმროებიდან გამოსული მოქალაქეები გარეთ აღმოჩნდებიან მარტონი, მათ კვლავაც ძალიან მძიმე სოციალურ ეკონომიური მდგომარეობა ექნებათ, რამაც შესაძლებელია შექმნას რეციდივის რისკები და საფრთხეები. სახელმწიფოს ამ კუთხით მართებს განსაკუთრებული მუშაობა, რომ მათ შესთავაზოს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროფესიული უნარები რათა შეძლონ საზოგადოებაში ღირსეულად დაბრუნება“- აცხადებს EMC მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი.

ცნობისთვის, ამნისტიის კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა. დღეს კი მისი განხილვა გაიმართა. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პირველი რედაქცია 44 მუხლს მოიცავს და წინასწარი გათვლებით, 800-მდე პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს. დაახლოებით 700-ს სასჯელი შეუმსუბუქდება, 800-მდე მსჯავრდებულს კი პირობითი პატიმრობა უნდა მოეხსნას.

ამნისტირებულთა 80%-ზე მეტი იქნება ის, ვინც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის. გაიზრდება თუ არა ეს მონაცემები, განხილვების შედეგზე იქნება დამოკიდებული. შემდეგი ეტაპი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობაა. წინასწარი მონახაზით, ამნისტიის შესახებ კანონის საბოლოო ვერსია ძალაში თებერვლის ბოლომდე შევა.

კომიტეტმა განხილვა უკვე დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც  კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია განაცხადა, რომ კანონპროექტში ასახული მუხლები საბოლოო არ არის და შესაძლოა ამნისტია გაფართოვდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები