“ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და სერიოზულად აღვიქვამთ მათ,” – საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რეზოლუციის ჩავარდნას “ტვიტერზე” ევროპარლამენტარები ეხმიანებიან.
“ეს არაა სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ესაა სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის” – ასე აფასებს მომხდარს ჩეხი კანონმდებელი მარკეტა გრეგოროვა.
საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა ლიეტუველმა დეპუტატმაც. რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, მაგრამ არა სასამართლოების ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებას.
“ამაზრზენი იყო ოპოზიციის განცხადებები” – კალაძე დეკლარაციის ჩავარდნაზე
მიუნხენის აეროპორტიდან „ფეისბუქ ლაივში“ ჩართვისას კალაძემ განაცხადა, რომ ამაზრზენი იყო ის განცხადებები, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკეთეს.
რეზოლუციის ჩაგდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უპრეცედენტოა. ევროპარლამენტარები, “ქართული ოცნება” და ქართული ოპოზიცია დოკუმენტზე ვერ შეთანხმდნენ.

