LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებობს თუ არა ბირთვული კატასტროფის და რადიაციული დაბინძურების საფრთხე საქართველოში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვულ ობიექტს დაარტყა – ნინო ჩხობაძის განმარტება

2803
ნინო ჩხობაძე

ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ირანში რადიაციულ გაჟონვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებელია, ამიტომ, ამ ეტაპზე, მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

როგორც ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, არ არის ცნობილი, მართლაც იყო თუ არა ობიექტებში გამდიდრებული ურანი, რაც მნიშვნელოვანია იმის განსასაზღვრად, არსებობს თუ არა ნაწილაკების გავრცელების რეალური საფრთხე.

ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

მედიის ცნობით, თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.

ამავე კონტექსტში საუბრისას ჩხობაძე დასძენს, რადგან არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია დაზიანებების და ურანის მდგომარეობის შესახებ, საფრთხის მასშტაბის წინასწარ გათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„მინდა დავაწყნარო მოსახლეობა ამ ეტაპზე, რადგან ირანული წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დარღვეულია ერთ-ერთი ატომური საცავის მდგომარეობა და შესაძლებელია გაჟონვა იყოს. ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ატომური სააგენტო არ ადასტურებს. რაც შეეხება სამხედრო ობიექტებს, სადაც ურანი გამდიდრებული იყო, ამასთან დაკავშირებით ატომურ სააგენტოს ინფორმაცია პრაქტიკულად არ აქვს. მათ დღეს დილით განცხადება გააკეთეს, რომ ვითარება საგანგაშო არისო, რადგან არ ვიცით მონაცემები, არ ვიცით იყო თუ არა ურანი გამდიდრებული.

საქართველოს საგარეო უწყება: „ღრმად ვართ შეშფოთებულნი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“

თუ ურანი გამდიდრებული იყო ამ შემთხვევაში შეიძლება ნაწილაკები გავრცელდეს. მონაცემები არ გვაქვს და ამიტომ მოდელირებას ვერ ვაკეთებთ“,- განაცხადა ჩხობაძემ.

რაც შეეხება საქართველოში რადიაციის შესაძლო გავრცელებას, ჩხობაძის განმარტებით, თუ რადიაციული ნაწილაკების გაჟონვა რეალურად მოხდა, ქარის მიმართულებით მათი გადმოსვლა სომხეთის გავლით მოხდება.

მისივე თქმით, საქართველოში მონიტორინგის სისტემა გამართულად მუშაობს, ამასთან სომხეთთანაც არსებობს ინფორმაციის გადაცვლის პირდაპირი არხები.

„რადიაციული დაბინძურების გადატანა შესაძლებელია ქარის მიმართულებით. რადიაციამ ჩვენამდე რომც მოაღწიოს, ამაზე ჩვენ ინფორმაცია გვექნება, რადგან არსებობს მონიტორინგის სისტემა. სანამ ჩვენამდე მოვა უნდა გამოიაროს სომხეთის ნაწილი, შესაბამისად, რადიაციული სისტემების ინფორმაციული გაცვლა არსებობს. ჩვენ ამას მყისიერად დავაფიქსირებთ.

მე რამდენადაც ვიცი, ატომური სააგენტო უკვე აფრთხილებს ირანს თავისი სპეციალური სამსახურის ჩაფრენაზე ირანში, რათა ადგილზე გაარკვიოს. ბოლო ერთი საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ბირთვული შიგთავსის იზოლაცია დაირღვა, რომელზეც ატომური სადგური მუშაობს. თუ იზოლაცია დაირღვა, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, რადგან შესაძლებელია იყოს გაჟონვა. ამას ატომური სააგენტო არ ადასტურებს, ამას მხოლოდ ირანის საინფორმაციო წყაროები ამბობენ“,- განაცხადა ჩხობაძემ.

ჩხობაძის თქმით, ბირთვული საფრთხის შემთხვევაში საქართველოს უნდა ჰქონდეს სპეციალური სამოქმედო გეგმა. მისივე თქმით, ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყანამ წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმით უნდა იმოქმედოს.

„თუ ატომური სადგურის დაზიანება მოხდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სპეციალური გეგმა უნდა ჰქონდეს მომზადებული. არ ვიცით რა განადგურდა, ამიტომ ვერ ვაკეთებთ პროგნოზს. ინფორმაცია რომ გვქონდეს, საქართველოში პროგნოზის და მოდელირებაც შესაძლებელია. ასევე მნიშვნელოვანია გავცვალოთ ინფორმაცია სომხეთთან, რადგან სომხეთსაც მონიტორინგის ანალოგიური სისტემა აქვს“, – განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა უკვე უნდა მუშაობდეს სამოქმედო გეგმაზე, რადგან ჩხობაძის თქმით, ქვეყანა არც ბუნებრივი და არც ტექნოგენური კატასტროფებისთვის არ არის საკმარისად მომზადებული.

„თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა, ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს. ჩვენ როგორც ბუნებრივი კატასტროფებისთვის არ ვართ მზად, ამ კატასტროფისთვისაც ბოლომდე გაწერილი გეგმა არ გვაქვს. იმედია, დავიწყებთ მომზადებას. ყველაფერი ასამოქმედებელი და დასაწერია. დღეს, საქართველოს მთავრობა უკვე უნდა იკრიბებოდეს და ფიქრობდეს როგორ ვიმუშაოთ. რამე რომ მოხდეს უკვე უნდა მზადდებოდეს გეგმა: როგორ ვართ მზად და როგორ ინფორმირებას გავუკეთებთ მოსახლეობას“,- განაცხადა ჩხობაძემ.

ცნობისთვის, თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგანგებო სამსახურის მეთაური ელი ბინი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g