LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, ახმეტაში ავარია მოხდა – დაშავდა 3 ადამიანი

73
111-policia-lentiaaa-2020-12-01_17-30-47_930638

არსებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალვანი-ბაბანეურის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც ცნობილი ხდება, ერთმანეთს ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ და შეჯახების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის, 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის ამ წუთებში თელავის რეფერალური საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაჰყავს. ავარიის შედეგად დაშავებული ორი პირი კი თელავის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში იმკურნალებს.

“ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები