LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი

178
2025-05-31_22-39-39_499660

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, შენობის სახურავიდან მოზარდი გადმოვარდა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შენობაში, საიდანაც, მოზარდი, სავარაუდოდ, გადმოვარდა, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g