არსებული ინფორმაციით, ბათუმში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კაჩენსკების ქუჩაზე მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.
მთავარი ფოტო: ინტერპრესნიუსი