არსებული ინფორმაციით, თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგის“ შიდა ტერიტორიაზე 4 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
როგორც მედიასაშუალებები თვითმხილველების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, ბავშვი ესკალატორის მოაჯირზე ცდილობდა ჩამოსრიალებას, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობითვე, მცირეწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და ასევე ცდილობს, გაარკვიოს, როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.