გავრცელებული ინფორმაციით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს, შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა – ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.