არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან, 9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე, სადაც აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ, სავარაუდოდ 2 ადამიანი დააკავეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დამატებით დეტალებს „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.
აქციის მონწილეებმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის პარალელურად აქცია ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი 9 აპრილის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“