გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც 16 წლის მოზარდს მაჯაზე ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით, 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას
გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან 6 წლამდე.
უწყების ინფორმაციით აღნიშნული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
