LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული წლიური ინფლაცია რეკორდული არ არის – ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი

77
untitled-8

ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მასშტაბით ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც ცინცაძე ამბობს, ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ დონეზე შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე, ასევე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მაღალმა ზრდამ.

ამასთან, როგორც ცინცაძე ამბობს: „არსებული წლიური ინფლაცია რეკორდული არ არის და აქამდეც ფიქსირდებოდა ამაზე გაცილებით მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი. მაგალითისთვის მოვიყვანდი 2011 წელს, როდესაც ინფლაციამ 14,3 პროცენტი შეადგინა.“ მისივე განცხადებით, არსებული პროგნოზით უკვე გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ 3 პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება.

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g