ალექსის სანჩესმა და მესუთ იოზილმა ”არსენალის” უცნაური ჯემპრები წარადგინეს. გერმანელმა ნახევარმცველმა სურვილი გამოთქვა ახალ სამოსში ლონდონური გუნდის ყველა გულშემატკივარი იხილოს.
”არსენალის” საშობაო ჯემპრების შეძენა მთელი ოჯახისათვის ექსკლუზიურად ArsenalDirect-ში იქნება შესაძლებელი.
”გამარჯობა ბიჭებო. ეს ზამთრის ჯემპრი ”არსენალისგან” ჭკუიდან მშლის. მინდა ჩვენს მომდევნო თამაშზე თითოეული ასეთ ზედატანში გნახოთ” – დაწერა იოზილმა.