LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Art-გენი 2022-ის თბილისის ტური 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება 

201
არტგენი

ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში,  15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი- კვირის დღეებში გაიმართება.

თბილისის ტური 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.

16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი – ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი  სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.

24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს,  „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.

ფოლკლორის ნაწილში, სცენა დაეთმობა ქართული ბრძოლის ამბავს, „ჰოროლს“, ანსამბლ „გორდელას“,  სახელმწიფო აკადემიურ  ანსამბლს „აფხაზეთ“, ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“.

მაყურებლის წინაშე ასევე წარდგებიან: ანსაბლი „მესხეთ“, „ადილეი“ , „ქალილო“,  „ძირიანი“.

არტ-გენი 2022-ის რეგიონული ტრუნე,  9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.

ფესტივალის მთავარი სპონსორია „ავერსი“,  გენერალური სპონსორი – „ნიკორა“. ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. მხარდამჭერები: პირველი არხი, „თიბისი“, ნატახტარი, „ნაბეღლავი“.

ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით „არტგენს“ ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში.

წლების განმავლობაში, Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.

 პ რ ო გ რ ა მ ა:

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში

18:00- დან  რეწვის გამოფენები და ქართული სამზარეულოს კუთხეები

15 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „მესხეთი“ (ახალციხე)

22:30 „სუხიშვილები“

 16 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „გორდელა“

22:30 GAGA FRANI

17 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ადილეი“ , “ჰოროლი”

22:30 „REGGAEON”

22 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ქალილო“ (დუშეთი)

სახელმწიფო აკადემიური ანსაბლი „აფხაზეთი“

22:30 ნინო ქათამაძე & „ინსაითი“

 23 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ძირიანი“

22:30 სანდრო ნიკოლაძე & ბენდი

 24 ივლისი

19:00-21:00 ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან

21:00-22:00 ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი

„ბერიკაცები“ (საგარეჯო) • ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“

22:30    „33ა“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები