LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Art-გენის თბილისის ტური დღეს ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება

173
BeFunky-collage (14)

დღეს Art-გენის თბილისის ტურს ნიაზ დიასამიძე დახურავს.

ფესტივალი კოვიდრეგულაციების გათვალისწინებითა და მცირედით განსხვავებული ფორმით, 16 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნა.

ფესტივალმა მომდევნო დღეებში  „გაგა ფრანის“, ჯგუფ Reggaeon-ის, ბენდ „ჩვენებურებსა“ და ლელა ნაყეურს და ასევე, ნინო ქათამაძეს უმსაპინძლა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის რეგიონულ ტურნეს, თბილისის ტურის დასრულების შემდეგ, ის 31 ივლისს პანტიანის ტბაზე გაიმართება.

წელს ფესტივალ Art-გენს 18 წელი შეუსრულდა. წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g