Art Time-ის მაღაზიებში ახალი ბრენდის, ALPINA-ს, როგორც მამაკაცის, ისე ქალის ხაზის, სრული კოლექცია იქნება წარმოდგენილი. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას Art Time-ის მარკეტინგის მენეჯერმა, ნინა თალაკვაძემ აღნიშნა, ALPINA გამძლეობით და სანდოობით არის ცნობილი. მისი თქმით, ძვირფასი საათები, ისეთი სპორტული თავგადასავლების გარემოსთვის არის შექმნილი, როგორიც ალპებია.
ნინა თალაკვაძის ინფორმაციით, ბრენდის კონცეფცია „ალპინისტურ ფილოსოფიაზეა“ აგებული. საათების მექანიზმი, ფუნქციური დეტალები, მასალა და დიზაინი გათვალისწინებულია მთაში, ჰაერსა თუ წყალქვეშ მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის.
”ALPINA მსოფლიოში სახელგანთქმული სპორტული საათების შვეიცარიული ბრენდია Frederique Constant-ის ოჯახიდან, რომელიც უნიკალური მექანიზმებისა და კონცეფციის საათებით მომხმარებელს 1883 წლიდან ანებივრებს. ვფიქრობ, ფასთან შესაბამისი საუკეთესო ხარისხის გამო, ALPINA ქართველ მომხმარებელში სულ მალე ძალიან პოპულარული ბრენდი გახდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
Art Time-ის მაღაზიები, გმირთა მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, სავაჭრო ცენტრ ისთ-ფოინთში, თბილისი მოლსა და აი-ჯი მოლში მდებარეობს. ფილიალები ყოველდღე 10:30-დან 19:00 საათამდე მუშაობს.