LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არუნ ხათრი „თმის ცვენის შამპუნი არ არსებობს“ – სილამაზის აკადემია

373
არუნ-ხათრი

თმის ცვენის შამპუნი არ არსებობს – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ აიურვერდას სპეციალისტმა არუნ ხათრიმ ისაუბრა.

აიურვერდა მოიცავს ინდოეთის სახალხო მედიცინას, შენ უფასო რჩევებს აძლევ ადამიანებს… რატომ გადაწყვიტე ვიდეოების ჩაწერა?

12 წელია ვცხოვრობ საქართველოში. ტიკ-ტოკზე ბევრი ინფორმაცია დევს. ერთ დღეს სახლში ვბანაობდი და ძალიან ცხელი წყალი იყო, პირველი რაც გამახსენდა, რომ ცხელი წყალი არ ვარგა თმისთვის. ჩავწერე ვიდეო და ასე აღმოვჩნდი სოც. ქსელში. ამ ვიდეოების გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ აქაურ ხალხს ძალიან აინტერესებს სახალხო მედიცინა. იმდენი მესიჯი შემოდის, მიჭირს პასუხის გაცემა. დავიწყე თმის მოვლის რჩევებით, ასევე კანის და წონის კორექციებზეც ვწერ ვიდეოებს.

რას მოიცავს ჯანსაღი ცხოვრების წესი?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია წყალი. წყალი უნდა სვათ ნელა. ჭამის შემდეგ წყლის დალევა არ შეიძლება. მე ვარ მომხრე საათობრივი კვების. აიურვერდაში წერია, რომ ადამიანმა 16 საათი არაფერი უნდა ჭამოს. ასევე მნიშვნელოვანია ძილი, 8 საათი ძალიან კარგად უნდა დაიძინოს ადამიანმა. ძილს აქვს თავისი დრო. ცხიმი იწვება ძილში, თმა იზრდება ძილში.

რა არის საჭირო თმის ცვენისთვის?

არ არსებობს თმის ცვენის შამპუნი, მარკეტინგია, თითქოს შამპუნი თმის ცვენას აჩვენებს. რაც შეეხება შეღებილ თმას, თუ მეორე, მესამე დღეს ფერი გადასულია, ეს სულფატიანი შამპუნის ბრალია, სულფატი ჭამს თმას. არ დაიბანოთ თავი ცხელი წყლით, ის  აზიანებს თმას.

ხშირად ვსაუბრობ ქერტლზეც, ქერტლის მკურნალობა მაწვნით შეიძლება, მაწონში არის სასარგებლო ბაქტერიები. 2-3-ჯერ მაწვნით დაბანის შემდეგ ქერტლი ქრება.

ადამიანმა შიგნიდან უნდა იმკურნალოს. უნდა მიიღოს ჯანსაღი ცხიმები. ზეითუნი, ნუში, მიწის თხილი, გოგრის თესლი. ასეთ პროდუქტებს ვყიდულობ ბაზრებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები