LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არყის ხე

224
არყის-ხე

მეჭეჭიანი არყის ხე ურალსა და ციმბირშია გავრცელებული. მისი ფოთლები და ტოტები სურნელოვანი მეჭეჭებითაა მოფენილი, რომლის შემადგენლობაშიც დიდი რაოდენობით ფისები შედის. თავად ფოთლები ეთერზეთებს, ასევე ფისებს, ფლავონოიდებსა და საპონინებს შეიცავს. კვირტები მხოლოდ ფისებისა და ეთერზეთების მატარებელია, რომელთაც ბალზამის სასიამოვნო სუნი აქვს. მედიცინაში მეჭეჭიანი არყის ხის კვირტები და ფოთლები გამოიყენება, რომლებიც წყლიანი ნაყენის სახით არაჩვეულებრივი ნაღვლმდენი საშუალებაა. ასევე იყენებენ როგორც შარდმდენ საშუალებას შეშუპებების დროს.

ველური ვარდი იგივე ასკილი ბუნებაში ეკლიანი ბუჩქის სახით იზრდება. მისი ნაყოფი C ვიტამინს შეიცავს. თუმცა ცნობილია, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებში მოზარდი ასკილი C ვიტამინის უფრო დიდი რაოდენობით მატარებელია. გარდა ამისა, შეიცავს კაროტინს, B2, K და P ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს. ხოლო მისი თესლი შეიცავს ცხიმოვან ზეთს, რომელიც მდიდარია კაროტინებითა და E ვიტამინით. C ვიტამინით ასევე მდიდარია მისი ფოთლები. ასკილის ნაყოფი პოლივიტამინური ნაკრებების შემადგენლობაში შედის. ასევე გამოიყენება ჩაის სახით. ახალი ნაყოფებისგან ამზადებენ სიროფს, ექსტრაქტს, სხვა და სხვა ვიტამინურ კონცენტრატებს. მისი პრეპარატია ხოლოსასი, რომელიც გამოიყენება ქოლეცისტიტისა და ჰეპატიტის სამკურნალოდ. თესლებისგან კი იღებენ ზეთს, რომელიც დამწვრობის, დერმატიტისა და რენდგენით დასხივების დროს გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები