სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბაბუა, ანზორ გოგიტიძე შვილიშვილს, მარიამს ლოცავს და განსაკუთრებულ საჩუქარს უკეთებს.
ბაბუის სიტყვებმა მარიამს გული აუჩუყა და აატირა, ცრემლები ვერც თავად ბაბუამ შეიკავა.
„მარიამი ათასწლეულის ბოლო წელში დაიბადა, მეოცე საუკუნის ბოლოს და ყველა სილამაზე, ყველაზე ძვირფასი რაც ჰქონდა იმ საუკუნეს, მასში არის თავმოყრილი.. სილამაზე, ერუდიცია, კულტურა, განვითარება, ხელოვნება.. და ყველაფერი, ჩვენი გვარის დამამშვენებელი ანგელოზია.
ბევრი ვიფიქრე რა მეჩუქებინა.. მე 72 წლის ვარ, სამჯერ მეტი მაქვს გავლილი. დღეს ჩემს გვერდით ჩემი მეუღლე არ არის, მისი საყვარელი ბებია. ჰო და ვიფიქრე, ვიფიქრე და ყველაზე კარგი მხატვარი ვინც იყო კავკასიაში, მისი სურათი დავახატინე, ჩემი ტოლი როცა გახდება, 72 წლის, და შეხედავს..
შენ რომ გათხოვდები წაიღე აუცილებლად, შენთან გქონდეს. სულ ბედნიერად გამყოფოს ღმერთმა“, – უთხრა ანზორ გოგიტიძემ შვილიშვილს და ცრემლები ვერ შეიკავა.
ვიდეოს ძალიან ბევრი გამოხმაურება და დადებითი კომენტარი მოჰყვა. „ვტირი.. რა ბედნიერი გოგოა ასეთი ბაბუა რომ ჰყავს“, „ამაზე ნაკლებად ბაბუას შვილიშვილი არ უნდა უყვარდეს“, „აი ასეთი ადამიანები უნდა ზრდიდნენ თაობებს“, „ასეთი ბაბუა რომ გეყოლება იქ უკვე ცხოვრებაში გაგიმართლა“, – უწერენ კომენტარებში.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ხვიჩა ასამბაძე ავრცელებს.