LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასაკი არ მოდის იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ისევ აკეთებ საქმეს, როგორც ახალგაზრდობაში“ – ნუგზარ კვაშალი

143
ნუგზარ კვაშალი

„ასაკი მხოლოდ ციფრებია“ – ამ თემაზე „სხვა რაკურსის“ საზოგადოებისთვის ნაცნობმა სტუმრებმა ისაუბრეს.

სტუმრებს შორის იყო მომღერალი ნუგზარ კვაშალი.

„ასაკი არ მოდის იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ისევ აკეთებ საქმეს, როგორც ახალგაზრდობაში. არ უნდა გაჩერდე, არ შეიძლება.

ანსამბლი მყავს შესანიშნავი „შვიდეული“ და ისინი მაცოცხლებენ. ამასწინათ სახლში სამი დღე ვიყავი და საშინლად ცუდად გავხდი. ვიფიქრე, ანსამლის შვიდეულის ნაცვლად მეყოლება ანსამბლი „მუხათგვედი“-მეთქი. არ გავჩერდი, ავდექი, და ისევ გავაგრძელე საქმე.

სიბერე კარგია, ვინც ვერ დაბერდა, კი ვიცით, სად არიან…

არანაირი წუწუნი არ არსებობს, ისევ უნდა გააგრძელო საქმე, რომელსაც აკეთებდი“, – ამბობს ნუგზარ კვაშალი „იმედის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები