ფრანგული კინოს ლეგენდა, 82 წლის კატრინ დენევი, ,,პარიზის მოდის კვირეულის” ფარგლებში მამაკაცის კოლექციის Ami Paris-ის 2026-2027 წლების შემოდგომა-ზამთრის ჩვენებას დაესწრო და ტრადიციულად დახვეწილი სტილით საზოგადოების ყურადღება მიიქცია. მსახიობი ღონისძიებაზე მოკრძალებულ, მაგრამ ძალიან ელეგანტურ სამოსში გამოჩნდა.
81 წლის კატრინ დენევი „ვენითი ფეარის“ გარეკანზე ბრწყინავს
მას ეცვა ნაცრისფერი ბეწვის ქურთუკი, შავი ზედა და შავი შარვალი, რომელსაც შავი ფეხსაცმელი დაბალ ქუსლზე შეუხამა. ლუქი კატრინ დენევმა ყავისფერი ტყავის ჩანთით დაასრულა. მისი იმიჯი შეავსო მსუბუქი ტალღებით გაკეთებულმა ვარცხნილობამ, თვალებზე აქცენტირებულმა მაკიაჟმა და კლასიკურმა ოქროს საყურეებმა, რაც მსახიობის სტილს კიდევ უფრო გამოკვეთილს ხდიდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კატრინ დენევი ასევე დაესწრო გალა-კონცერტს „ქალები კინოში“.
79 წლის კატრინ დენევი და 55 წლის კარლა ბრუნი „დიორის“ შოუზე გამოჩნდნენ
