ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, მიშელ მერსიე, რომელიც მსოფლიომ „ანჟელიკას“ როლით გაიცნო, ახლა 83 წლისაა. 1964-1968 წელში ეკრანებზე გამოსულმა ამ სერიალმა მას საქვეყნო აღიარება და არნახული პოპულარობა მოუტანა. სხვათა შორის, სერიალის დასრულების შემდეგ, მიშელ მერსიე ცდილობდა გაქცეოდა „ანჟელიკას“ როლს, რადგან მასში ყველა სწორედ ამ პერსონაჟს ხედავდა. მან მონაწილეობა მიიღო ფილმში „ცის ქუხილი“ ჯან გაბენთან და რობერ ოსეინთან ერთად. ასევე მის ანგარიშზეა ფილმები „მეორე სიმართლე“ , „სკანდალი რომში“ და სხვა, თუმცა მისი სავიზიტო ბარათი, მაინც სწორედ ,,ანჟელიკას” როლია.
მიშელ მერსიე 4 ჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა ხშირად ამბობდა, რომ ის არ ყოფილა ბედნიერი. როგორც ამბობენ, მსახიობი ახლა ნიცაში ცხოვრობს და მედიასთან კონტაქტს ერიდება.


