LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასე გრილდებიან რუსთავი-თბილისის ტრანსპორტში [ვიდეო]

841
23 (2)

XXI საუკუნის კონდინცირება რუსთავი-თბილისის ტრანსპორტში – ამ ახლებური მიდგომის ამსახველ კადრებს “ფეისბუქზე” გივი შანიძე ავრცელებს. 

რუსთაველები თბილისში ვერ დადიან - ვინ უშველის ათობით ათას მგზავრს

თბილისის თუ რუსთავის მერია - ვინ მოაგვარებს ათასობით მგზავრის პრობლემას.

რუსთავი-თბილისის მგზავრებს, თუ ასეთ მეთოდს არ მიმართავენ, სიცხე აწუხებთ, რადგან მძღოლები გაგრილების სისტემას არ რთავენ.

გარდა კონდინცირების პრობლემისა და ამ არც თუ ისე უსაფრთხო გამოსავლისა, მგზავრები მუდმივად საუბრობენ ტრანსპორტის სიმცირეზე, გადაჭარბებულ სიჩქარეზე და ა.შ.

ბოლო თვეებია რუსთავი-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს და რუსთავის მოსახლეობას ყოველდღიურად სერიოზული პრობლემები ექმნება. პრობლემა სავარაუდოდ, კომპანია “ინტერტრანსში” და არასაკმარის ტრანსპორტშია. რუსთაველების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ერთგვარი პროტესტია მძღოლებისა და კომპანია “ინტერტრანსის” მხრიდან, რომლებმაც მგზავრობის ფასის გაზრდა ვერ მოახერხეს.

წელს ზაფხული განსაკუთრებული ცხელი იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საშუალო ტემპერატურა მთლიანობაში +1 გრადუსით გაიზრდება. შესაბამისად, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კიდევ უფრო გართულდება.

ეს პრობლემა განსაკუთრებით დასაფიქრებელია მაშინ, როცა მერიიდან არ გასცემენ პირობას, რომ მიკროავტობუსებში კონდინციონერების მუშაობას გააკონტროლებენ.

არც ის, რომ კონდინციონერები პერიოდულად გაფუჭებულია, არც ის, რომ ხალხი თითოეული მგზავრობით შეურაცხყოფილია, მერიისთვის უცნობი არ არის. დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის კომფორტულ საშუალებად გარდაქმნაა, თუმცა როგორც ჩანს, წელსაც მგზავრებს იგივე პირობებში მოუწევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ერთი განსხვავებით – გარეთ +1 გრადუსით მეტი იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარშუტკებში კიდევ უფრო დაცხება.

ერთადერთი დაპირება მხოლოდ ესაა: “ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით კომპანიასთან, რომ მათ მაქსიმალურად უზრუნველყონ, რომ მძღოლებმა ჩართონ კონდინციონერები”

წაიკითხეთ ამ თემაზე ჩვენი სტატია: კონდინციონერი „მარშუტკებში“ – ბრძოლა წესების და გამშველებლის გარეშე დაიწყო