საქართველო-თურქეთის დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ასე იცის მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის.
როცა გაყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე.
მოკლედ სანიოლმა წააგო ეს თამაში. ბიჭებს მადლობა, იომეს იბრძოლეს და რაც მთავარია კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე დიდ გუნდს რატომ არ აყავს, არ მესმის.
არაუშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო“, – წერს ზვიად კორძაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ თურქეთთან მატჩი ანგარიშით 1:3 წააგო.