LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასე ხდება, როდესაც პოლიტიკური პარტია შულერულ თამაშს ემსგავსება” – არჩევნების შემდეგ წასული და დაკარგული პოლიტიკოსები

86
POLITIKIDAN WASULEBI

არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლა ბევრმა პარტიამ გადაწყვიტა. დღეს საკუთარი შექმნილი პარტია დატოვა ბექა ნაცვლიშვილმა.

ხედვებში განსხვავებულობა დაასახელა მიზეზად ლევან კობერიძემ და „ლელო“ დატოვა. მანამდე ვიხილეთ ელენე ხოშტარიას მიერ დატოვებული „ევროპული საქართველო“.  აღარ ჩანს და ყოველდღიურ სატელევიზიო დებატებში ვეღარ ვხედავთ ირმა ინაშვილსა და დავით უსუფაშვილს.

გარკვეული განსხვავებაა ხედვებში – ლევან კობერიძე “ლელოს” ტოვებს

რატომ წავიდნენ, ან რატომ დაიკარგნენ პოლიტიკური თვალთახედვიდან ერთ დროს აქტიური ადამიანები?

„ფორტუნა“ ამ თემაზე ექსპერტებს ესაუბრა.

გია ხუხაშვილის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ჩვეული პროცესი მიმდინარეობს, რაც პოლიტიკურ კრიზისს შეიძლება ახლდეს თან.

ბექა ნაცვლიშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

„ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი და ამ ტიპის გადაადგილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. კრიზისის დროს ჩვეულებრივ ხდება ასეთი მიგრაცია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან“, – აცხადებს ექსპერტი. 

კითხვაზე, გრიგოლ ვაშაძე წავიდა, ბიძინა ივანიშვილი წავიდა. ქართული პოლიტიკა მომაბეზრებელი ხომ არაა? ექსპერტი პასუხობს:

„არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი და გრიგოლ ვაშაძის წასვლა ერთი და იგივეა. ივანიშვილი წავიდა თუ არა, ეს ჩვენ არ ვიცით. წასვლის განაცხადი რამდენჯერმე აქვს გაკეთებული, მაგრამ რეალობიდან ეს შორსაა ხოლმე, ამიტომ ჯერ ბოლომდე უნდა ვნახოთ, რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანებს ბეზრდებათ პოლიტიკა, ესეც ზოგადად ძალიან ადამიანურია. არ მგონია, რომ ელენე ხოშტარიას შემთვევაში ან ბექა ნაცვლიშვილის შემთხვევაში პოლიტიკიდან წასვლაზე გვქონდეს საუბარი. უბრალოდ ისინი ეძებენ უფრო სწორ ადგილს პოლიტიკური შეხედულებების რეალიზაციისთვის“, – ამბობს ხუხაშვილი.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ 2020-ის არჩევნების შემდეგ დაკარგული პოლიტიკოსების ნაწილს, სავარაუდოდ, კიდევ ვიხილავთ.

„დავით უსუფაშვილმა როგორც  ვიცი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა ცოტა ხნით პოლიტიკა. რაც შეეხება ირმა ინაშვილისა და სხვების „დაკარგვას“, გასაგებია. ემპათიაში ხდება, ბევრი უცნაურობა. ხალხმა აირჩია ბიძინა ივანიშვილი და შერჩა ირაკლი კობახიძე, აირჩიეს ზურა ჯაფარიზე და შერჩათ ვახტანგ მეგრელიშვილი, ანუ პარლამენტში ის ხალხი კი არ მოხვდა, ვინც აირჩიეს. როდესაც პოლიტიკური პარტია შულერულ თამაშს ემსგავსება შედეგიც შესაბამისი გვაქვს“, – აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ პოლიტიკიდან წასულები უკან აღარ დაბრუნდებიან:

„არჩევნების შემდეგ გადანაწილებები ყოველთვის იყო  ხოლმე  და გამონაკლისები არც ეს არჩევნებია. ამიტომ მიმდინარეობს გადაჯგუფებები. ცოტა უცნაური ისაა, რომ თავისივე დაარსებულ პარტიას ტოვებს ადამიანი(ბექა ნაცვლიშვილი), თორემ გადაადგილებები  ჩვეულებრივი ამბავია. არჩევნების შემდეგ ხდება სიტუაციის ხელახალი შეფასება და რაღაც ღირებულებების გადაფასება.

სიმართლე გითხრათ მათი ერთ გუნდში მოაზრება ვერ წარმომიდგენია.

არიან ისეთი პოლიტიკოსებიც რომლებიც თვალთახედვიდან აღარ ჩანან.

არა მგონია, გრიგოლ ვაშაძე დაბრუნდეს, რაც წავიდა. თუ საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ, ვერ გეტყვით, მაგრამ პოლიტიკურ ოპოზიციურ გაერთიენებაში მისი შესვლა ცოტა მეეჭვება.

არც ის მგონია, რომ ივანიშვილი მობრუნდეს. ისეთი განცხადებები გაკეთდა ახლა მისი დაბრუნება კომიკური იქნება“, – ამბობს ექსპერტი და დასძენს რომ გადაადგილებებისა და პოლიტიკიდან წასვლას სავარაუდოდ თვითმმართველობის არჩევნებამდე კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g