ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე აპრილის შემდეგ კორეაში, კერძოდ, სეულში ცხოვრობენ.
მუსიკოსმა ოჯახთან ერთად საქართველო სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ დატოვა. მათთან ერთად არის პატარა ბერუკაც.
მას შემდეგ, წყვილი პერიოდულად აქვეყნებს ვიდეობსა და ფოტოებს და საზოგადოებას აქვს საშუალება ნახოს, თუ როგორ ცხოვრობენ ბერა და ნანუკა კორეაში.
ამჯერად, წყვილმა კიდევ ერთი ვიდეო შესთავაზა თაყვანისმცემელებს, სადაც ფოტოკოლაჟებით მათი სიყვარულის ისტორიაა ასახული.
“ერთი ნახვით შეყვარება”, “ასე შეხვდით ერთმანეთს თუ როგორ გაიცანით, მოგვიყვით”,” რა კრეატიულია”,- წერენ ინტერნეტმომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.