LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე ვიღებთ გარანტიას, რომ კვერცხში სალმონელას ბაქტერია განადგურებულია“ – რამდენი წუთი უნდა ვხარშოთ კვერცხი და როგორ უნდა გამოვიყენოთ აჭარულ ხაჭაპურში: სურსათის უვნებლობის სპეციალისტის, ირაკლი არაბულის რეკომენდაცია

259
ირაკლი არაბული

კვერცხში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბაქტერია – სალმონელა ხშირად გვხვდება, რის გამოც მისი თერმულად საკმარისად დამუშავება აუცილებელია. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა, ირაკლი არაბულმა გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

„კვერცხი არ უნდა მივიღოთ უმი ან ე.წ. თოხლოდ მოხარშული სახით. აუცილებელია გული სრულად მოიხარშოს. სწორედ ასე ვიღებთ გარანტიას, რომ კვერცხში სალმონელას ბაქტერია განადგურებულია“, – განმარტავს სპეციალისტი.

ირაკლი არაბული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვერცხი უნდა ვხარშოთ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

რამდენი დღის განმავლობაშია ვარგისი სააღდგომო კვერცხი და რომელი საღებავია უსაფრთხო – სურსათის უვნებლობის სპეციალისტი რეკომენდაციებს გვიზიარებს

რა პირობებია საჭირო კვერცხის სწორად შესანახად და რა მოხდება, თუ ეს პირობები არ დაკმაყოფილდა – „ფორტუნას“ მკითხველს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული უზიარებს.

რაც შეეხება კერძებს, რომლებშიც კვერცხი თერმულად ნაკლებად მუშავდება – მაგალითად, აჭარულ ხაჭაპურს, სპეციალისტი რეკომენდაციას აძლევს კვერცხის პასტერიზაციას:

„ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ტექნიკურ მეთოდს – პასტერიზებას. კვერცხი 60 გრადუს ტემპერატურაზე სამი წუთის განმავლობაში უნდა გავაჩეროთ. ამ პროცესის შედეგად ბაქტერია ნადგურდება და პროდუქტი უსაფრთხო ხდება მოხმარებისთვის.“

მისივე თქმით, პასტერიზებული კვერცხი გამოიყენება არა მხოლოდ აჭარულ ხაჭაპურში, არამედ სალათებსა და სხვა კერძებში, სადაც კვერცხი ნაკლებად თერმულად მუშავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g