LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთ ამინდის სისტემას ხშირად „თერმულ გუმბათს“ უწოდებენ“.. – ამინდის პროგნოზის წამყვანი მოსახლეობას აფრთხილებს

2267
ფორტუნა - 2023-08-12T223558.599

აჭარის ტელევიზიის ამინდის პროგნოზის წამყვანი, კობა ფარტენაძე კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.

„მზეზე თერმომეტრმა თუ 47 გრადუსი აჩვენა, ეს არ ნიშნავს, რომ თბილისში იყო 47 გრადუსი სიცხე, თბილისში არასდროს დაფიქსირებულა ასეთი მაღალი ტემპერატურა” – როდიდან აგრილდება საქართველოში

„აღმოსავლეთ საქართველო: ძლიერი სიცხის “ქუდის ქვეშ”…
აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლო დღეებია მაღალი ტემპერატურა და აუტანელი სიცხე მყარად არის დამკვიდრებული ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასავლეთში კი ცოტათი ნაკლები ტემპერატურაა, მაგრამ აქაც ცხელა.

რა იქნება უახლოეს დღეებში?

+40 გრადუსამდე დაცხება აღმოსავლეთ საქართველოში, ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებლობას „აიღებს“ ბლოკირების ანტიციკლონი, მაღალი წნევის ეს არე ძლიერად არის გამოხატული ზედა ატმოსფეროში. ასეთ ამინდის სისტემას ხშირად „თერმულ გუმბათს“ უწოდებენ.

შედეგი არის ძალიან სტაბილური მზიანი, მშრალი დღეები ღრუბლების მინიმალური ალბათობით. ასე, რომ აღმოსავლეთში მომდევნო დღეებში უფრო დაცხება.

რაც შეეხება დასავლეთს და სანაპირო კურორტებს, რამდენიმე დღეს გაგრძელდება +30, +32 გრადუსი სითბო და ზოგან მცირე ხანმოკლე წვიმა, შემდეგ კი უფრო დაცხება.

მსგავსი ტემპერატურული ფონი ხელს უწყობს ტყეებში ხანძრის გაჩენა, იქმნება პრობლემები შუადღით თუნდაც სეირნობისას, სუსტი ჯანმრთელობის ადამიანებისთვის კი შედეგი არის ხშირად ცუდი! ავტომობილები კონდიცირების გარეშე არის საფრთხის შემცვლელი.

მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე.

გისურვებთ უსაფრთხო და ლამაზ დღეებს“. – წერს კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.

 

აღმოსავლეთ საქართველო: ძლიერი სიცხის “ქუდის ქვეშ”…

აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლო დღეებია მაღალი ტემპერატურა და…

Posted by Koba Fartenadze on Thursday, August 10, 2023

 

ვიდეო: აჭარის ტელევიზიის ამინდის პროგნოზის წამყვანის ვიდეო გაგახალისებთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g