იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ კითხვას არასერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ ასეთი საკითხებისთვის მას გონებაში ადგილი არ აქვს. ბესელიას ცოტა ხნის წინ “ქართილი ოცნების” ოფისში მივიდა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს. დეპუტატის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლოს საკითხზე თავის პოზიციას კიდევ ერთხელ გააჟღერებს.
“ამ სხდომისთვის ჩამოვედი დღეს დილით და მაქვს საქმიანი განწყობა. ძალიან მინდა და მაქვს ასეთი მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრზე, რომელიც ამ წელში პირველია უმრავლესობის ფორმატში, იქნება საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით სავსე მსჯელობა, ისეთ მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიცაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმის საკითხი. მე ვარ მზად იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები, რომლებიც არის ძალიან პრინციპული, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები თუ რატომ მაქვს ეს პოზიცია. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ჟურნალისტებისგან ისმის კითხვები, პარტიიდან გარიცხვის შესახებ. რაიმეს ადგილი ჩემს გონებაში არ არის და რაიმეზე არ ვფიქრობ, სწორედ ეს სკითხია, ასეთ არასერიოზულ თემაზე ფიქრისთვის ნამდვილად არ მაქვს არც დრო და არც გონებაში ადგილი,” – განაცხადა ბესელიამ.
რაც შეეხება გუნდურობას, ეკა ბესელიას თქმით, ის არ არის ადამიანი, რომელსაც ესწავლება თუ რა არის გუნდური მხარდაჭერა.
“მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ესწავლება თუ რა არის გუნდის შეხიდება და მხარდაჭერა. ვანსხვავებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელბის საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობას შორის,” – განაცხადა ბესელიამ.