LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ – კახა კალაძე მოასფალტებულ ხეებზე

88

თბილისის მერი, კახა კალაძე, მთავრობის სხდომაზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა, რომელზეც მოასფალტებული ხეები ჩანს. მერის განცხადებით, მცენარეებთან ამგვარი მოპყრობა მიუღებელია.

ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კონკრეტული ფოტოები, რომელიც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და, სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ეს კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა. თუ მიზანმიმართულად გააკეთა, ეს კიდევ უფრო უბედურებაა. ამ ფოტოებზე ხეების მოასფალტება ჩანს, ეს რაღაც სიახლეა. მე მინდა, კეთილმოწყობის და ტრანპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ. ამიტომ მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ყველა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული. ასე რომ, გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი, რომ შემდგომში არ განმეორდეს, რადგან შემდგომ ეს ხდება ქილიკის საგანი სოციალურ ქსელში,“- განაცხადა კახა კალაძემ.

20 ნოემბერს, თბილისის მერია კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკურ უნივერსიტეტთან ხეების გარშემო ასფალტის დაგებას გამოეხმაურა. მერიის ცნობით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებისას შეცდომა დაუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g