„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „მოღალატეობრივს“ უწოდებს ფრიდონ ინჯიას განცხადებას საქართველოს რუსეთის საბანკო სისტემა Мир-თან მიერთების სურვილთან დაკავშირებით.
“აი, ასეთ მოღალატეობრივი განცხადების გაკეთებას შიგ პარლამენტში ვერ გაბედავდნენ ყველაზე აღვირახსნილი რუსეთის აგენტი დეპუტატები უკრაინის და ბელორუსიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც კი.
თუმცა რა არის გასაკვირი.
სწორედ ეს იყო 1991 წელს გამსახურდიას დასამხობად გვარდიას რომ ჩაურთო ტელევიზია თბილისის ზღვიდან და სწორედ მან დააწესა პირველად საქართველოში წუთობრივი გადასახადი ქალაქის ტელეფონებზე. კი უდევს ანგარიშებზე ჩვენგან მოპარული 800 მილიონი და დეპუტატის მანდატიც,”- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
ინჯია: „ხომ არ დადგა დრო, „Мир-ის“ სისტემას შევუერთდეთ?“
შეგახსენებთ, დღეს, “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ დროა, საქართველო რუსეთის საბანკო სისტემა Мир-ს შეუერთდეს და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმას რუსეთის წინააღმდეგ აძლევს, თუმცა Мир-თან მიერთება „ბიზნესის“ ნაწილია.
ფოტო გარეკანზე: რადიო თავისუფლება
