LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთ რთულ დროს.. როდესაც გავიფიქრებთ, რომ ერთმანეთი გვყავს, ეს ძალიან დიდ ძალას გვაძლევს“ – როგორ უპასუხა მაია ასათიანმა ერთ-ერთი გამომწერის კითხვას

244
გურამ მაჭარაშვილი

მაია ასათიანმა ინტსაგრამის საშუალებით გამომწერების კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო ტალღას. გამომწერმა მაია ასათიანს მადლობა გადაუხადა “სწორი პოზიციის დაფიქსირებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის“. ამის პასუხად კი მაია ასათიანმა თქვა, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია ერთმანეთის გამხნევება.

„ასეთ რთულ დროს, ერთმანეთის გამხნევება სხვანაირ ძალას აძლევს თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ, რომ ტროლების მანქანა თითოეულ ჩვენგანის წინააღმდეგ მუშაობს. როდესაც ასეთ დროს გავიფიქრებთ, რომ ერთმანეთი გვყავს, ეს ძალიან დიდ ძალას გვაძლევს“, – თქვა მაია ასათიანმა.

magti 5g