LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთ ვითარებაში პროტესტი გარდაუვალია, “რესპუბლიკელები” არ ვართ ამ აქციების ორგანიზატორები, არ ვართ ამ აქციებზე წარმოდგენილები: სამნიძე

38
ხათუნა სამნიძე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები ქვეყნის მასშატბით იმართება.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მათი პარტია ამ აქციების ორგანიზატორი არ არის და არც ამ აქციებზე არიან წარმოდგენილები.

ამასთან, სამნიძე აცხადებს, რომ ასეთ ვითარებაში პროტესტი გარდაუვალია:

“გასაგებია, რომ პროტესტი იქნება და ბევრი ადამიანი გამოხატავს ამ პროტესტს. ჩვენ “რესპუბლიკელები” არ ვართ ამ აქციების ორგანიზატორები, არ ვართ ამ აქციებზე წარმოდგენილები.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქუჩის აქციები არ შეიძლება იყოს ერთადერთი გზა, ის უნდა იყოს ბრძოლის მთავარი კომპონენტი ბრძოლის ამ სისტემის წინააღმდეგ. თუმცა, ბრძოლა ყველა ფრონტზე უნდა გავშალოთ, იქნება ეს პარლამენტი თუ საკრებულოები.” – აცხადებს სამნიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g