„ევროპული საქართველის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთლი ვარაუდობს, რომ ბელგიის სამეფოს და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალი საბანაძის მიერ თანამდებობის დატოვება ხელისუფლებასთან შეუთავსებელი პოლიტიკას უკავშირდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დასავლური ვექტორიდან დისტანცირების ფონზე, ელჩისთვის იმ ყველაფერზე მუშაობა და ამის შელამაზება რთული იყო.
„ასეთ ვითარებაში, როცა მოლაპარაკებები ინტესიურია, მართლია, ამ ეტაპზე, ჩაშლილი, მაგრამ პროცესი მაინც მიდის, ვფიქრობ, ელჩის გადადგომა ჩვეულებრივი მოვლენა არაა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ელჩი უკვე 8 წელია სამსახურშია, როგორც ჩანს, ამ მომენტში, გახდა ის პოლიტიკა შეუთავსებელი, რომელსაც ხელისუფლება საგარეო ფრონტზე ახორციელებს, ამ შემთხვევაში ევროკავშირთან დამოკიდებულებაში.ალბათ ძალიან ძნელი იყო ელჩისთვის იმ ყველაფერზე მუშაობა და ამის შელამაზება, პრაქტიკულად ამ დასავლური ვექტორიდან დისტანცირება ხდება. ეს იყო ჩემი აზრით ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ის წავიდა“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.