საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო მშვიდობა – ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება“.
მიხეილ ყაველაშვილის აღნიშნულ განცხადებას, მუსიკოსი „თამადა“ სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ასეთი ძლიერი კონკურენტი ჯერ არ მყოლია!“, – წერს „თამადა“ სოციალურ ქსელში.