თუ ასეთი ფორმით განვაგრძეთ მუშაობა, ამ სესიას ნევროზით დავამთავრებთ, გთხოვთ სიჩუმე დავიცვათ, – ასე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიმართა, სადაც ამ წუთებში დაგეგმილია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა. კობახიძემ კოლეგებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, იმ დეპუტატებს, რომლებსაც სესიაზე დასწრება არ სურთ, გარეთ გასვლისკენ მიუთითა.
„დარბაზში ხმაურია კოლეგებო, ასეთი ფორმით მუშაობით, ამ სესიას ნევროზით დავამთავრებ. გთხოვთ, სიჩუმე დავიცვათ. ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბროს, ვისაც სურს კოლეგების, მინისტრის მოსმენა, სჯობს დარჩეს დარბაზში,“ – მიმართა კოლეგებს ირაკლი კობახიძემ.