LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი გია არ მინახავს, აბსოლუტურად შეშლილი დადის“ – თამრიკო ჭოხონელიძის და გია როინიშვილის ცხოვრება პატარა კირამ ყირაზე დააყენა

1460
თამრიკო ჭოხონელიძე

მუსიკოსმა თამრიკო ჭოხონელიძემ ჟურნალ „სარკესთან“ (20 აგვისტოს ნომერი) შვილიშვილზე კირა კანდელაკზე ვრცლად და ემოციურად ისაუბრა.

თამრიკოს თქმით, კირამ მისი და მისი მეუღლის, მსახიობ გია როინიშვილის ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

„მე ასეთი გია არ მინახავს! ჩვენ საკმაოდ ახალგაზრდები გავხდით ბებია და პაპა. 45 წლის ვიყავი, ბებია რომ გავხდი. სულ რამდენიმე ხნით ადრე, სანამ მარიამი ელენეს გააჩენდა, ჩემმა კლასელმა ტყუპები გააჩინა. მაშინ გავხდი ბებია, როცა ჩემი თანატოლები შვილებს აჩენდნენ.

ელენე მეც და გიამაც კი აღვიქვით შვილიშვილად, მაგრამ კირამ აბსოლუტურად გადაატრიალა ყველაფერი. ვიმეორებ, მე ასეთი გია ჯერ არ მინახავს. აბსოლუტურად შეშლილი დადის, ყირაზე დგას. ერთ დილას ეზოში რომ გავედი, გია კირას ეტლით ასეირნებდა, თან კლასიკურ მუსიკას ასმენინებდა. ასეთი რამ არც ელენეზე და არც მარიამზე არ გაუკეთებია“, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე ჟურნალ „სარკესთან“.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „სარკე“.

„ამდენ ხანს მეგონა კირა ვახოს ჰგავდა, თურმე შენ გგავს…“ – რა კადრებს ავრცელებს მარიამ როინიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g