LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი კომპლექსური ნაბიჯები რა თქმა უნდა, ნიშნავს რადიოსექტორის გადარჩენას: ნათია კუპრაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებაზე

154
BeFunky-collage (14)

ჩვენ არაერთი რადიო გვედგა გაჩერების წინაშე, ეს გადაწყვეტილება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან თუ ასე არ გადაწყდებოდა, მათ უბრალოდ მოუწევდათ მაუწყებლობის შეწყვეტა, – ასე გამოეხმაურა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორი,  ნათია კუპრაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანება და წლის ბოლომდე, მომსახურების საფასური ჩამოაწეროს.

მთავრობა რადიომაუწყებლებს წლის ბოლომდე, მომსახურების საფასურს არ გადაახდევინებს

„მედიის განვითარების კუთხით მომუშავე ორგანიზაციებმა იციან, რომ რადიოსექტორი წელიწადია აყენებს არაერთ წინადადებას, რომელიც ეხება მხარდაჭერას რადიოსექტორის. თქვენ იცით, რომ პანდემიამ, ეკონომიკურმა წნეხმა ძირითადად უარყოფითად იმოქმედა მედია სექტორში სწორედ რადიოზე, ამას არაერთი ციფრი აჩვენებს. ამიტომ დიდი ხანია დღის წესრიგში დგას კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა.

რა გავლენა აქვს კორონავირუსს რადიობიზნესზე და რას აკეთებს მთავრობა მის მხარდასაჭერად?

"ჩვენ ვართ ყველაზე გავლენიანი ევროპის რადიო ასოციაცია „AER“-ის წევრები, ვართ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში, ჩართულები ვართ სამუშაო შეხვედრებში, ვიცით რა არის შექმნილი კრიზისის დაძლევის ეფექტიანი გზები და გვსურს ხელისუფლებასთან ერთად დავსახოთ ის როგორც სექტორის, ასევე საზოგადოების მხარდასაჭერად“ - თამარ ჩიგოგიძე

ასეთი იყო სახელმწიფო ანძის გადასახადის თემა, რომელიც დადებითად გადაწყდა, როგორც ვხედავთ.

აგრეთვე, ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას. უნდა ვთქვა, რომ „ფორტუნა“, მისი ხელმძღვანელი არის თანაავტორი, ჩემთან და კიდევ „მწვანე ტალღა“-ს ხელმძღვანელთან ერთად კანონპროექტის, რომლის განხილვა, ვფიქრობ, მომდევნო კვირაში მოხდება.

ასეთი კომპლექსური ნაბიჯები რა თქმა უნდა, ნიშნავს რადიოსექტორის გადარჩენას. ნამდვილად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს ნაბიჯები გადადგმულიყო.

რეგიონალურმა მედიამ პანდემიის დასაწყისშივე იგრძნო წნეხი და აქაც გამორჩეული იყო რადიო. ჩვენ რადიოსექტორთან ერთად შევისწავლეთ გამოცდილება, რომელიც იყო ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამაც გვიჩვენა, რომ არაერთ ქვეყანაში გადადგეს საკმაოდ კომპლექსური ნაბიჯები. ეს ეხება არა მხოლოდ სუბსიდიის ნაწილს, არამედ პირდაპირ დახმარებებსაც კი. რადიოსექტორი ითვალისწინებდა ასევე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ძალიან რელევანტური წინადადების წარდგენა მოხდა, მაგალითად, იმის, რომ სახელმწიფო ანძას ჰქონდა საშუალება ეპატიებინა გადასახადები. საბოლოო ჯამში ეს ნაბიჯები იქნა გაზიარებული და რადიოსექტორებიც გარკვეულწილად ახერხებენ ფუნქციონირების გაგრძელებას“.- განაცხადა ნათია კუპრაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები