ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში საბერძნეთის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ჩანს, რომ სანაპიროზე ბიბლიოთეკაა.
„ასეთი ლამაზი ბიბლიოთეკა გააკეთეს ბერძნებმა.
თან მზეზე ხარ, ცურავ, ისვენებ და თან შენი მეგზური წიგნი ხდება.
ერთი სიამოვნებაა ზღვაზე კითხვა.
ჩვენს სანაპიროებზეც გვინდა ასეთი წიგნის ბუდეები.“ – წერს გოგა ჩანადირი.
საბერძნეთის ადგილობრივი მედია წერს, როგორ გაკეთდა ბიბლიოთეკა საბერძნეთის სანაპიროზე.
პირველი მცურავი ბიბლიოთეკა კიმოლოსშია. მცურავი ბიბლიოთეკა არის სპეციალური სერვისი როგორც კიმოლოსში, ისე ზოგადად საბერძნეთში, რომელიც იზიდავს როგორც ბერძენ, ისე უცხოელ ტურისტებს.