პამელა ანდერსონი ამჯერად ნიუ-იორკში, სტეფან კოლბერტის შოუს ჩაწერაზე გადაიღეს, როცა ლამაზმანი სტუდიისკენ მიიჩქაროდა. 57 წლის მოდელი ბრწყინავდა თეთრ სამეულში, ეს გახლდათ ნაქსოვი ზედა, ქვედაბოლო და ულამაზესი ჟილეტი. პამელას ანსამბლს ოვალური ფორმის სათვალე ასრულებდა.
ბოლო დროს პამელა ანდერსონი უმაკიაჟოდ ჩნდება ყველგან და არც ეს გამოსვლა იყო გამონაკლისი. პამელას ცხოვრებაში ახლა ბევრი სიახლეა, მსახიობი და მოდელი ციურიხის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა ფილმში „უკანასკნელი მოცეკვავე“ შესრულებული როლისთვის. ასევე მისი დოკუმენტური ფილმი „პამელა: სიყვარულის ისტორია“, „ემმიზე“ იყო ნომინირებული.
57 წლის პამელა ანდერსონი უმაკიაჟოდ, „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბაში ბრწყინავს