LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ასეთი მახსოვს ჩემი უახლოესი ძმაკაცის მშობლები, თემო და მარინა, მთელი ჩემი ბავშვობა უკავშირდება ამ ადამიანებს” – გიორგი კალატოზიშვილი

3156
BeFunky-collage

ქოუჩი, ტრენერი გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მარინა ჯანაშიას გარდაცვალების ამბავს ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

“მე ასეთი მახსოვს ჩემი უახლოესი ძმაკაცის მშობლები, თემო და მარინა. ბულდოგი ბეტსიც მახსოვს. მთელი ჩემი ბავშვობა უკავშირდება ამ ადამიანებს. ვეძისში საკუთარი სახლი მქონდა, მის გვერდით კი 9 სართულიან კორპუსში, როგორც ეს შემოქმედ ადამიანებს შეეფერებათ, სულ ბოლო სართულზე ცხოვრობდა თემიკო თავისი ოჯახით – ახლოს ზეცასთან, ღრუბლებთან, მზესთან. მზე იყო მარინა ჯანაშია, მთელ ჩემ ბნელ 90-იანი წლების უღიმღამო და პირქუშ რეალობას რომ გაანათებდა უცებ ერთი თავისი ღიმილით, უიშვიათესი პოზიტიურობითა და სიმშვიდით. მარინას და მამაჩემს ერთ დღეს, 2 იანვარს ჰქონდათ დაბადების დღე. როგორ მიყვარდა მისთვის ამ დღის მილოცვა. ბოლო წლებში დავიკარგეთ. არადა არასოდეს მავიწყდებოდა მისთვის დარეკვა. არასოდეს! თემო გოცაძეს მარინა ჯანაშიას პორტრეტი ჰქონდა შექმნილი, რომელიც მთელ მის გალერეაში ჩემი უსაყვარლესი ნამუშევარია – რაღაც იდუმალი, საოცარი სიყვარულით და ენერგიით დახატული. მე სწორედ ასეთ მარინა ჯანაშიას გავიხსენებ ყოველთვის. მთელი ჩემი ბავშვობის ერთ დიდ ნაწილს ჩამომაჭრიან ხვალ – ხვალ მარინა ჯანაშიას, დიდ მსახიობსა და დიდ ადამიანს გააცილებენ რუსთაველის თეატრიდან.”-წერს გიორგი კალატოზიშვილი.

დღეს მსახიობ მარინა ჯანაშიას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g