LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი მოულოდნელი მუსიკალური საჩუქარი მომიძღვნეს ლუი ლელუმ და ძვირფასმა მაესტრომ გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლებით“, ჯადოსნური იყო ყოველი წუთი“ – ახალი თაობის მუსიკოსების საოცარი კოლაბორაცია და მოულოდნელი სიურპრიზი თეონა ჯორბენაძეს

2473
თეონა ჯორბენაძე

ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt, რომელიც მსოფლიოში აღიარებული უცხოელი არტისტების მოწვევითა და სინთეზური შემოქმედებითი პროექტების განხორციელებით, ადამიანებისთვის ნამდვილ დღესასწაულს ქმნის ხოლმე, ფეისბუკგვერდზე გვიზიარებს ფრაგმენტს მორიგი დაუვიწყარი საღამოდან, სადაც ლიზა ბათიაშვილმა და ფრანსუა ლელუს 15 წლის ვაჟმა – ლუი ლელუმ გია ყანჩელის კომპოზიცია „ყვითელი ფოთლები“ შეასრულეს.

როგორც ირკვევა, ლუიმ და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა გია ყანჩელის ცნობილი კომპოზიცია კონცეპტ-არტის დამფუძნებელს, პროდიუსერ თეო ჯორბენაძეს მიუძღვნეს დაბადების დღეზე.

მოულოდნელ სიურპრიზს თეონა ჯორბენაძე ემოციური პოსტით ეხმაურება და მის „შემოქმედებით ოჯახს“ საჯარო მადლობას უხდის.

„გუშინდელი დღე live ფორმატით

და სულ რომ ცოცხალია იმ ემოციებით შეინახება სამუდამოდ ჩემს „მეხსიერების ბარათზე“. ჯადოსნური იყო ყოველი წუთი თქვენი მოლოცვებით, ახალი თაობის მუსიკოსების საოცარი კოლაბორაციით და ჩვენი შემოქმედებითი ოჯახის ყველაზე უმცროსი 15 წლის სოლისტის დებიუტით. ასეთი მოულოდნელი მუსიკალური საჩუქარი მიძღვნეს ლუი ლელუმ და ძვირფასმა მაესტრომ Nikoloz Rachveli გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლებით“. ჩემთვის ასევე დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩება როგორ მიაცილეს სცენამდე ლუი და მერე როგორი ემოციით უსმენდნენ დედა და მამა, მსოფლიოს ორი უდიდესი მუსიკოსი ლიზა ბათიაშვილი და ფრანსუა ლელუ. ამბობენ, რომ გუშინდელ საღამოს ჩაფიქრებული სურვილები და ლოცვა პირდაპირ იგზავნებოდა კოსმოსში, კონვერტაციის გარეშე :))) ჰოდა, დალოცვილი გზა ჰქონდეს და ვიცი, რომ ექნება კიდეც ჩვენს ლუის ❤️ Lisa Leleux Lisa Batiashvili უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ ყოველ თქვენგანს, იმ ადამიანებს ვინც მაბედნიერებს, ვისთან ერთადაც სულ მაინტერესებს და სულ ახალი თავგადასავლებით და იდეებით ვავსებ ღვთის საჩუქარს, ყოველ გათენებულ დღეს! მადლობა ასეთი სახლური და მუსიკალური სივრცის შექმნისთვის ჩემს მარინას და ზაზას. Zazanova Marina Salukvadze Zaza Marjanishvili“, – წერს თეონა ჯორბენაძე.

გუშინდელი დღე live ფორმატით და სულ რომ ცოცხალია იმ ემოციებით შეინახება სამუდამოდ ჩემს "მეხსიერების ბარათზე". ჯადოსნური იყო ყოველი წუთი თქვენი მოლოცვებით, ახალი თაობის მუსიკოსების საოცარი კოლაბორაციით და ჩვენი შემოქმედებითი ოჯახის ყველაზე უმცროსი 15 წლის სოლისტის დებიუტით. ასეთი მოულოდნელი მუსიკალური საჩუქარი მიძღვნეს ლუი ლელუმ და ძვირფასმა მაესტრომ Nikoloz Rachveli გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლებით". ჩემთვის ასევე დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დარჩება როგორ მიაცილეს სცენამდე ლუი და მერე როგორი ემოციით უსმენდნენ დედა და მამა, მსოფლიოს ორი უდიდესი მუსიკოსი ლიზა ბათიაშვილი და ფრანსუა ლელუ. ამბობენ, რომ გუშინდელ საღამოს ჩაფიქრებული სურვილები და ლოცვა პირდაპირ იგზავნებოდა კოსმოსში, კონვერტაციის გარეშე :))) ჰოდა, დალოცვილი გზა ჰქონდეს და ვიცი, რომ ექნება კიდეც ჩვენს ლუის ❤️ Lisa Leleux Lisa Batiashvili უდუდესი მადლობა კიდევ ერთხელ ყოველ თქვენგანს, იმ ადამიანებს ვინც მაბედნიერებს, ვისთან ერთადაც სულ მაინტერესებს და სულ ახალი თავგადასავლებით და იდეებით ვავსებ ღვთის საჩუქარს, ყოველ გათენებულ დღეს! მადლობა ასეთი სახლური და მუსიკალური სივრცის შექმნისთვის ჩემს მარინას და ზაზას. Zazanova Marina Salukvadze Zaza Marjanishvili

Posted by Teona Jorbenadze on Monday, July 22, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g