LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი მოვლენები ქვეყანას სჭირდება

105

NBA All-Star-ის გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა. ყველა ვარსკვლავის მატჩში სათამაშოდ საჭირო იყო სამეულში მოხვედრა. სამწუხაროდ, ზაზა ფაჩულიას მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა – ქართველი ცენტრი მეოთხე ადგილზე გავიდა.

 

საქართველოს ნაკრების ლიდერმა გულშემატკივრებს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ”ყველა ვარსკვლავის” თამაშზე მოხვედრაზე უფრო მეტი თქვენი სიყვარული და მხარდაჭერაა. ძალა ერთობაშია“, – დაწერა ფაჩულიამ.

 

ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი მიუძღვის დეველოპერულ კომპანია “Royal Group”-ს. 25 დეკემბრიდან კომპანიის ორგანიზებით დაიწყო ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი კამპანია – “ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას”, რომელმაც მალე სრულიად საქართველო მოიცვა. რადიო “ფორტუნას” ესაუბრა “Royal Group”-ის კომერციული დირექტორი ზაზა ხუციშვილი.

 

 
– ბატონო ზაზა, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ დაიწყო კამპანია “ხმა მიეცით ზაზა ფაჩულიას”…

– “როიალ ჯგუფი” და სპორტის სამინისტრო შეთანხმდნენ, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის და დაეწყოთ ხმების მოგროვება და ამ ყველაფრის ორგანიზება.

 

– კიდევ ერთხელ გადავხედოთ, თუ რა ტიპის აქციები გაიმართა კამპანიის ფარგლებში…

– აქციები გაიმართა გორში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში, შეხვედრები გვქონდა ამ ქალაქებში, ვიყავით სავაჭრო ცენტრებში, ახალ სპორტის სასახლეში მოეწყო ამხანაგური მატჩი ჟურნალისტებსა და სპორტსმენებს შორის, გაიმართა ფოტოსესიებიც. ეს ყველაფერი მხოლოდ ზაზას მხარდასაჭერად…

 

– როგორი იყო საზოგადოების ჩართულობა ამ ყველაფერში?

– ყველაზე დიდი მოულოდნელობა ჩვენთვისაც და ალბათ ყველასთვის აღმოჩნდა ქართველ გულშემატკივართა ასეთი გულმხურვალე მხარდაჭერა ზაზასადმი, რადგან ჩვენს მიერ ორგანიზებულმა აქციებმა აალაპარაკა არა მხოლოდ საქართველო, არამედ მისმა შედეგმა მსოფლიო საზოგადოების ყურამდეც მიაღწია. თავად დირკ ნოვიცკიმაც გამოუშვა ახალი კლიპი, რითაც უპასუხა ზაზას გულშემატკივართა აქტიურობას.

 

– რა შედეგები მოიტანა ამ აქციებმა და რამდენად კმაყოფილი ხართ მიღწეულით? ცხადია ვგულისხმობ იმ უდიდეს საორგანიზაციო სამუშაოს, რაც “როიალ ჯგუფმა” გასწია შედეგების მისაღწევად ამ მხარდამჭერი კამპანიის ფარგლებში.

– “როიალ ჯგუფი” მადლობას უხდის საზოგადოებას ასეთი აქტიურობისა და ჩართულობისათვის, ასეთი მხარდაჭერა ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო. ჩვენს მიერ განხორციელებულ აქციებს და ზაზას მხარდასაჭერად გაერთიანებულ საზოგადოებას ხშირად ბაგრატ მესამის გარშემო ქართველი ხალხის გაერთიანებასაც ადარებენ. ასეთი მოვლენები ნამდვილად სჭირდება ქვეყანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g