ანჯელინა ჯოლი აგრძელებს მარია კალასის შესახებ გადაღებული ფილმის პოპულარიზაციას. ამჯერად 49 წლის მსახიობი ნიუ-იორკში, Whitby-ის სასტუმროდან გამოსვლის დროს გადაიღეს. ჯოლის უამრავი რეპორტიორი და თაყვანისმცემელი დახვდა. ვარსკვლავმა მათ ფილმის შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ის შანსი, რომელიც მსახიობს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა.
რაც შეეხება მის ჩაცმულობას, ამ დღეს მას ატლასის თეთრი ქვედაბოლო, შავი ზედა და ამავე ფერის მოსასხამი ამშვენებდა. მედიაში წერენ, რომ ჯოლი დახურული სამოსის ჩაცმას ცდილობს, რადგან დაიღალა მის სიგამხდრეზე ამდენი საუბრით.
„განა არსებობს მასზე ლამაზი ქალი?!“, „ძალიან ბედნიერია“, „ასეთი ქალი საუკუნეში ერთხელ იბადება“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ჯოლიმ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომელშიც ექს-მეუღლეს, ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებდა, უკან გამოიტანა.
„კიდევ უფრო გახდა“ – ანჯელინა ჯოლის უახლესი ფოტოები წითელი ხალიჩიდან