LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი რამ არასდროს მინახავს… ქართველმა ხალხმა მიმიღო, აღფრთოვანებული ვარ. მიყვარხარ, საქართველო…“ – რას წერს მერაბ დვალიშვილის მეგობარი, ინფლუენსერი ნინა დრამა

765
მერაბ დვალიშვილი

ცნობილი ინფლუენსერი და მოდელი, UFC-ს ჟურნალისტი, ნინა დრამა საქართველოში მერაბ დვალიშვილთან ერთად ჩამოვიდა და როგორც ჩანს, დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდება აშშ-ში. ამ მოგზაურობის შესახებ ის „ინსტაგრამის“ გამომწერებს მოუთხრობს:

„საქართველოში ვართ!

მადლობა მერაბ დვალიშვილს თქვენს ულამაზეს ქვეყანაში მოწვევისთვის!

დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ამის განცდა და მადლობა, რომ მე და ჩემს გუნდი ასე კომფორტულად ვგრძნობდით თავს.

ქართველი ხალხი ისეთი მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე იყო, ასეთი რამ არასდროს მინახავს.

საქართველოდან მიღებული მხარდაჭერა შესანიშნავია. მე და მერაბი ერთმანეთს წლებია ვიცნობთ და ყოველთვის ამბობდით, რომ ერთ დღესაც ვესტუმრებოდი ამ ქვეყანას, საბოლოოდ დადგა ეს დღე.

ეს მომენტი ჩემთვის მთელი ცხოვრება მთავარ მოგონებად დარჩება.

მადლობა, მადლობა, მადლობა! ძალიან მადლიერი ვარ, რომ მყავს შენნაირი მეგობარი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ ქართველმა ხალხმა მიმიღო, ჯერ კიდევ აღფრთოვანებული ვარ. მიყვარხარ, საქართველო!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g