LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი სიხარულის მოტანა მხოლოდ ფეხბურთს და ისეთ დიდებულ ფეხბურთელსა და სამაგალითო ქართველს შეუძლია, როგორიცაა ხვიჩა კვარაცხელია!“ – რას წერს გია ბაღაშვილი ხვიჩაზე, რომელიც მიუნხენში გუშინდელ მატჩს დაესწრო

370
გიორგი უძილაური (1)

მუსიკოსი გია ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მასზე ვრცელ პოსტს წერს.

„რა საოცარი ბიჭი გვყავს ქართველებს ჩვენი ხვიჩა! ყველაფერში სასახელო! ახლაც როგორ გაგვახარა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ზედიზედ, მეორედ გავიდა ფინალში პსჟ-სთან ერთად! თანაც როგორ?! გადამწყვეტი გოლის შემოქმედად იქცა – მესამე წუთზევე შექმნა ასპროცენტიანი მომენტი და რასაც ქვია, ფეხზე დაასვა საგოლე გადაცემა დემბელეს!

ჩემდა სასიხარულოდ, ჩემი თვალით ვნახე ეს მომენტიცა და ქართველი სუპერვარსკვლავის ბრწყინვალე თამაში ლეგენდარულ „ალიანს არენაზე“. ჩემს სიძესთან, არჩილ ხვედელიანთან ერთად ვიყავით მიუნხენში გუშინდელ მატჩზე და ბედი არ გინდა, მთლად „ბაიერნის“ ფანკლუბის ეპიცენტრში აღმოჩნდა ჩვენი ადგილები. თავიდანვე ვუთხარი მეზობელ სკამებზე მსხდომ ბავარიელ გულშემატკივრებს, ქართველები ვართ და ხვიჩას ვგულშემატკივრობთ-მეთქი. მეტი დამაჯერებლობისთვის, ხვიჩასთან გადაღებული ფოტოც ვაჩვენე. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, ღირსეულად მიიღეს დამარცხება და ორმა მათგანმა მოგვილოცა კიდეც ხვიჩას წარმატება. ისიც დაამატეს, გაისად ყველაფერს ვიზამთ ჩვენს კლუბში გადმოსაყვანადო. ასეთი სიხარულის მოტანა მხოლოდ ფეხბურთს და ისეთ დიდებულ ფეხბურთელსა და სამაგალითო ქართველს შეუძლია, როგორიცაა ხვიჩა კვარაცხელია!“

წინ ბუდაპეშტია და საფინალო მატჩი ლონდონის “არსენალთან”! ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გვენახოს სულ მალე ჩვენი კვარა!“,- წერს გია ბაღაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g