LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი უსარგებლო ინიციატივები აფხაზეთში რაიმე ენთუზიაზმს ვერ აღძრავს – ოკუპირებული აფხაზეთი დეოკუპაციის კომისიის შესახებ

44
1

“უსარგებლო ინიციატივა” და “ცარიელი წამოწყება”, რომელსაც შეიძლება მხოლოდ “მოკლევადიანი პროპაგანდისტული ეფექტი” ჰქონდეს” – საქართველოს მთავრობის მიერ დეოკუპაციის სტრატეგიის შესაქმნელად სამთავრობო კომისიის შექმნას  ოკუპირებული აფხაზეთი ასე  აფასებს.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, დეოკუპაციის კომისიის შექმნა დროის სულისკვეთებას არ შეესაბამება და საქართველოს ხელისუფლების ასეთი უსარგებლო ინიციატივები აფხაზეთში რაიმე ენთუზიაზმს ვერ აღძრავს.

ოფიციალურ სოხუმში კომისიის ნაცვლად, ალტერნატიულ გზებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს მეტი ძალისხმევა გამოეჩინა ჟენევის ფორმატის ფარგლებში, “რომელიც დღეს საქართველოს არაკონსტრუქციული პოზიციის გამო შეჩერებულია:

“ჟენევაში პროგრესის მიღწევა იქნებოდა საქართველოს რეალური და არა წარმოსახვითი მიზნების დემონსტრირება აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების გზაზე” – ამბობენ უწყებაში.

დეოკუპაციის კომისიის მნიშვნელობაზე მსჯელობის დროს, სოხუმში იმასაც ამბობენ, რომ გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ ქვეყანა ასეთი კომისიისგან მიიღებს თანამედროვე პოლიტიკური რეალობის ადეკვატურ ისეთ ახალ იდეებს, რომლებიც აფხაზეთისთვის მისაღები იქნება:

“დეოკუპაციის კომისიის შექმნით, საქართველოს ხელისუფლება აშკარად ცდილობს, აჩვენოს თავისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე გადაწყვეტილება “ოკუპირებული ტერიტორიების” პრობლემის მოგვარების შესახებ. თბილისი აჩვენებს, რომ ეს თემა ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია და ყველა საჭირო ძალისხმევა იქნება გაკეთებული მის მოსაგვარებლად.

გულუბრყვილო იქნება, თუ ხელისუფლება ასეთი კომისიისგან მიიღებს თანამედროვე პოლიტიკური რეალობის ადეკვატურ ახალ იდეებს, რომლებიც მისაღები იქნება აფხაზეთისთვის.” – ამბობენ ოკუპირებულ აფხაზეთში.

კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ქართული პოლიტიკური სპექტრიც სხვადასხვაგვარად აფასებს.

გუშინვე, კომისიის შექმნას “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ საზოგადოებას მსგავსი მილიონი კომისია უნახავს, თუმცა დეოკუპაციაც და დეანექსიაც გაყინულია და ამ საკითხს კომისიები ვერ უშველის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g