LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთია დღეს სანტორინი… რამდენიმე ადგილია საშიში, იქ სადაც ბევრი აუზია გაკეთებული“ – რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც ბოლო 10 წელია სანტორინიზე ცხოვრობს

1920
სანტორინი

კუნ­ძულ სან­ტო­რი­ნი­ზე ბოლო დღე­ებ­ში მრა­ვა­ლი ვულ­კა­ნუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და­ფიქ­სირ­და.
მი­წის­ქვე­შა ბიძ­გე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, ბოლო ცნობებით, კუნ­ძუ­ლი 11 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა. იმის გამო, რომ ამ­ჟა­მად ტუ­რის­ტულ სე­ზო­ნი არაა, სან­ტო­რი­ნი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ადგილობრივი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არიან.

„ასეთია დღეს სანტორინი. არა მიტოვებული და განადგურებული, როგორც ინტერნეტში ავრცელებენ ინფორმაციას. მე და ჩემი ოჯახი საქართველოში ვართ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის და მოკითხვისთვის, იმედია, მშვიდობით დავბრუნდებით“, – წერს სოციალურ ქსელში სოფიო ცელენდი (კაპანაძე), რომელიც წლებია, სანტორინიზე ცხოვრობს.

„ბოლო 3 დღის განმავლობაში, პოპულარული კუნძულზე 300-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა“ – საბერძნეთის კუნძული სანტორინი გაუჩერებელი მიწისძვრების გამო 10 ათასამდე ადამიანმა დატოვა

როგორც სოფიო ცელენდი „ფორტუნასთან“ ამბობს, საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება სანტორინიზე მომხდარ მიწისძვრას არ უკავშირდება. მას შვილი შეეძინა და სამშობლოში რამდენიმე თვით ჩამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც მან გვიამბო, სანტორინიზე საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს, რომლებსაც კუნძული არ დაუტოვებიათ და ძველებურად აგრძელებენ ცხოვრებას.

„ბერძენი მეუღლე მყავს, მასთან ერთად ბოლო 10 წელია, სანტორინიზე ვცხოვრობ. ბავშვი შეგვეძინა და ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში ვართ. სანტორინიზე გვაქვს სახლი და სამსახურიც. ჩემი მეუღლე აეროპორტში, მე კი ტურისტულ მაღაზიაში გამყიდველად ვმუშაობ. ჩვენი სამეგობროდან ცოტამ დატოვა კუნძული, ბევრი დარჩა. მხოლოდ ისინი წამოვიდნენ, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ. ბერძნები მით უფრო არ წამოსულან კუნძულიდან. უმეტესობა დარჩა.

ჩვენ, წესით მარტში უნდა დავბრუნდეთ საბერძნეთში. იმედია, ეს გეგმა არ შეიცვლება.

საბერძნეთში სახლს ვერ ააშენებ, თუ ის შვიდ ბალზე არ იქნება გათვლილი. ეს კანონი 2010 წლიდან მოქმედებს. ახლა მხოლოდ რამდენიმე ადგილია საშიში, იქ სადაც ბევრი აუზია გაკეთებული. (და რაც წესით არ შეიძლებოდა რომ გაკეთებულიყო) მთლიან კუნძულს საფრთხე არანაირად არ ემუქრება.

კაფეების გარდა, არაფერი დაკეტილა კურორტზე. როგორც ვიცი, ტურისტებიც ჩადიან. ზამთარში სანაპირო ზოლის რესტორნები და კაფეები, ისედაც დაკეტილია, რადგან სანტორინი ქარიანი კუნძულია.

2011 წელსაც იყო ბევრი მიწისძვრები, მაგრამ მას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. იმედია, ახლაც ყველაფერი კარგად იქნება“. – ამბობს სოფიო ცელენდი „ფორტუნასთან“.

ცნობისთვის, 1956 წელს კუნ­ძულ ამორ­გოს­თან 7,7 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოხ­და, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა კუნ­ძულ­სა და მე­ზო­ბელ სან­ტო­რი­ნის. მას რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მოჰ­ყვა 7.2 მაგ­ნი­ტუ­დის ბიძ­გე­ბი, სან­ტო­რი­ნის მახ­ლობ­ლად. ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი მი­წისძვრა მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია 30 მეტ­რი­ა­ნი ცუ­ნა­მი, შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 53 ადა­მი­ა­ნი, 100-ზე მეტი და­შავ­და. მი­წისძვრის შე­დე­გად 500-ზე მეტი სახ­ლი და­ინ­გრა.

ასეთია დღეს სანტორინი.და არა მიტოვებული და განადგურებული როგორც ინტეტნეტში ავრცელებენ ინფორმაციას.მე და ჩემი ოჯახი…

Posted by Sophio Sophio on ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g