LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთია ქურდი კაცის ბედი“-ს ახალი შესრულება – „ამ სიმღერის ადგილი სცენაზე არ არის…“

4062
kvernadze-news

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ბიძინა კვერნაძის 90 წლის საიუბილეო საღამოზე შესრულებული სიმღერა „ასეთია ქურდი კაცის ბედი“, რომლის ახალი ვერსიაც, ორკესტრის თანხლებით, მანანა მენაბდემ და „თეატრალურის კვარტეტმა“ წარმოგვიდგინეს, კომპოზიციის თემატიკის გამო გააკრიტიკეს.

ბიძინა კვერნაძის მიერ ფილმისთვის „განაჩენი“ პეტრე გრუზინსკის ტექსტზე შექმნილ სიმღერას „პირველი არხის“ „ფეისბუქ“-გვერდზე, სადაც ის განთავსდა, უკმაყოფილო მსმენელი გამოეხმაურა:

„ასეთია ქურდი კაცის ბედი. ჟიზნ ვარამ და კიდე რუსული სიმღერებს რომ კიდევ უსმენს ბევრი, სამარცხვინო გოიმობაა“

„ამ სიმღერას მთელი ყოფილი სსრკ მღეროდა და მღერის ახლაც, მაგრამ სცენაზე არც ადგილია მისი და არც უხდება“

„სასცენო სიმღერა ნამდვილად არ არის. ეს იმ ფილმს უხდება და გენიალური ხალხის შექმნილია. რომ იყოს კინომუსიკის კონცერტი, მაშინ სხვაა“.

„ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხა „ობშიაკში“, ვეკ სვაბოდი ნე ვიდატ, გენიალური სიმღერა გენიალური შესრულებით“

„სირცხვილია! „თეატრალური კვარტეტი“, ჩაიცუცქე ბარემ და ისე იმღერე…“

„სასცენო არაა ეგ სიმღერა“

„ყველაფერს ველოდი და ქურდებზე სიმღერას სცენაზე არ ველოდი ნამდვილად“

რასაკვირველია, ბევრი ისეთი კომენტარიც არის, სადაც შესრულებსაც აქებენ და თავად კომპოზიციასაც. ასეთი კომენტარის ავტორები მიიჩნევენ, რომ „საღლიცინო აქ არაფერია!! და ვისაც ეს ფილმი არ გაქვთ ნანახი, უყურეთ, რომ მსგავსი კითხვები აღარ დასვათ!!!“, „მეგობრებო, ეს კომპოზიცია გახლავთ შექმნილი ჩვენი თანამედროვეობის ორი გენიოსის მიერ. კვერნაძე, გრუზინსკი.

ვინც ამ ფილმის სიუჟეტი იცის, არა მგონია, ცალსახა ჭრილში დაინახოს ეს მოცემულობა და მით უფრო, ქურდული სამყაროს რომანტიზებად ჩათვალოს… მესმის, იუმორის წილიც მდიდარი გვაქვს ქართველებს ( რაც ცუდი არ გახლავთ ნამდვილად) მაგრამ თუ არ გვყოფნის კვალიფიკაცია რაიმეს შეფასებაში, მინიმუმ ნუ ვაძაგებთ. გთხოვთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g