LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასფურცელა – ზღაპრული სასარგებლო მოქმედება

215
ასფურცელა

ასფურცელა სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა, თუმცა შხამიანიც. იგი ნაყოფს ზაფხულის პერიოდში გვაძლევს. სამედიცინო გამოყენება მცენარის ყვავილებს აქვს, რომლებიც ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მწარე ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და ე-ვიტამინის კაროტინს შეიცავს. ასფურცელას ყვავილებს სრული ყვავილობის დროს აგროვებენ. მას ხელით წყვეტენ ყუნწების გარეშე ან ჭრიან მაკრატლით. სამკურნალოდ გამოსაყენებელ ნედლეულს აშრობენ ჩრდილში, ჰაერზე, სხვენზე, კარგად განიავებულ შენობაში. ამასთან 25 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას უნდა მოვარიდოთ, რათა იგი არ გამოშრეს, რადგან ამ დროს ეთერზეთების აორთქლება ხდება.


ასფურცელას ყვავილებს ძველთაგანვე ჭიის დამდენ, ჭიის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებდნენ, განსაკუთრებით ასკარიდასა და მახვილას შემთხვევაში. მისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების, კუჭ-ნაწლავთა დაავადებების სამკურნალოდ, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის წინააღმდეგ, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებებისას. აფურცელას ყვავილების ნაყენი არის მადის აღმძვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი. მის სპირტიან და წყლიან გამონაწურს აქვს გასტრიტის საწინააღმდეგო მოქმედება, აგრეთვე ფენების გამაფართოებელი თვისება. თუმცა მცენარის ტოქსიურობიდან გამომდინარე ასფურცელას ეს თვისება მედიცინაში არ გამოიყენება.


ხალხურ მედიცინაში ასფურცელას ზოგჯერ ურჩევენ ასთმის, ნერვული აგზნების, ჭარბი მენსტრუაციის, თავის ტკივილისა და სხვა ავადმყოფობის დროს. უძველესი მედიცინით ასფურცელას ნაყენს ასევე იყენებენ გარეგან სახმარად სახსრების ანთების, ამოვარდნილობების, დაჟეჟილობის დროს, კომპპრესებეისა და აბაზანებისთვის. ანტიმიკრობული თვისებების გამო მისი ნაყენი აშუშებს მოძველებულ ჭრილობებს, წყლულებს. ასფურცელას მომაკვდინებელი გავლენა აქვს ჩირქის წარმომქმნელ მიკრობებზე, რაც დაკავშირებულია მასში კოფეინისა და ქლორმჟავას შემცველობასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები