ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული R&B-მუსიკოსი აშერი საიდუმლოდ დაქორწინდა. 36 წლის მომღერალმა თავის რჩეულზე, გრეის მიგელზე ორი კვირის წინ იქორწინა, თუმცა, ეს ფაქტი ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.
აშერისთვის ეს ქორწინება მეორეა: იგი დაქორწინებული იყო სტილისტ ტამეკა ფოსტერზე, რომელთანაც ორი ბიჭი ჰყავს. გრეის მიგელი აშერის მენეჯერია, რომელსაც 2009 წლიდან ხვდება.